მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„მერაბი ომალის დაამარცხებს“ | ხორხე კლიმენტი ალექსანდრეს გეგმებსა და დვალიშვილზე

ალექსანდრე თოფურიას მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტმა ქართველ მებრძოლზე ისაუბრა. კლიმენტმა ინტერვიუ Submission Radio-ს მისცა და მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ჩხუბთან დაკავშირებით, საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა.

„ალექსანდრე მზადაა, ცნობილ მებრძოლებს ეჩხუბოს. მისი კარიერისთვის უკეთესია თუ ყველაფერი სწრაფად განვითარდება და ვფიქრობ, ამისთვის მზადაა. ალექსანდრეს უნდა ზაფხულში იჩხუბოს და ვნახოთ, რა მოხდება. მოქმედი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ჩვენი მეგობარია. ჩვენს დარბაზში უვარჯიშია და ის ძალიან გვიყვარს. მას უდიდესი პატივს ვცემთ.

ომალისა და მერაბის ჩხუბი? დვალიშვილი გაიმარჯვებს. ვნახე, ომალის განცხადებები, რომ თქვა ცხოვრების სტილი შევცვალეო. ეს კარგია, მაგრამ არ მგონია, რამეში დაეხმაროს. დვალიშვილის სტილი შონისთვის ძალიან უხერხულია და ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ომალის ორთაბრძოლა UFC 316-ის მთავარი მოვლენაა. ღონისძიება თბილისის დროით 8 ივნისს გაიმართება. არიელ ჰელვანისთვის მიცემულ ინტერვიუში, „შუგამ“ განაცხადა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდინიო პსჟ-ზე: გუნდი დიდი პოტენციალით, რომელიც მწვერვალისკენ გზაზეა
რონალდინიო პსჟ-ზე: გუნდი დიდი პოტენციალით, რომელიც მწვერვალისკენ გზაზეა