აშშ-ში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა მოჭიდავეებმა 7 მედალი მოიპოვეს
Aa
Aa

აშშ-ში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა მოჭიდავეებმა 7 მედალი მოიპოვეს

ნიუ-იორკში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 7 მედალი მოიპოვეს.

15-დან 19 წლამდე სპორტსმენთა შორის, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ალექსი თოდუამ დაუმარცხებლად იჭიდავა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. ამავე ასაკობრივ ჯგუფში, მათე ცინაძემ (60 კგ), ლევან გოგიაშვილმა (79 კგ), ვაჩე აბრამიშვილმა, ირაკლი ფერაძემ (ორივე 86 კგ), და დაჩი აფციაურმა (97 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მეორე ასაკობრივ ჯგუფში - 14 წლამდელთა შორის, საქართველოს სახელით კონკურენციაში გეგა გეგეშიძე (65 კგ) ჩაება და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ტრადიციულად, ამ ტურნირს თან ახლავს ერთობლივი სასწავლო-საწვრთნელი შეკრებაც, რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმა იმ ქვეყნების ასაკობრივი ნაკრებების მოჭიდავეებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც შეჯიბრებაზეც გამოდიოდნენ.

აქვე აღსანიშნავია ერთი ამხანაგური გუნდური ტურნირიც, რომელშიც ორგანიზატორებმა მსოფლიოს ნაკრები დააკომპლექტეს და რჩეულთა შორის მათე ცინაძე და ლევან ნოზაძეც შეიყვანეს. ცინაძემ თავისი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ნოზაძე დამარცხდა.

საქართველოს გარდა, ამერიკულ ტურნირსა და საწვრთნელ შეკრებაში ჩაერთნენ გერმანიის, ესტონეთის, ლიეტუვის ლატვიის, ყირგიზეთის, პერუს, უზბეკეთის, სომხეთისა და მონღოლეთის ნაკრებები. ღონისძიების მასპინძელი - ამერიკის შეერთებული შტატები კი უდიდესი შემადგენლობით - 400 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში მწვრთნელებმა ვანო ყვარელაშვილმა, მალხაზ ჯორბენაძემ და მამუკა ჩაჩუამ ჩაიყვანეს.

წყარო: ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი | ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 3 მედალი
ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი | ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 3 მედალი