ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ასტონ ვილა პსჟ-ს მსგავსი გუნდია“ | რა თქვა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილას“ ხვდება და „კვარას“ თავკაცმა მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა.

„ვართ თუ არა ფავორიტები? ლივერპულთან შანსები ჩვენ სასარგებლოდ არ იყო და ფეხბურთში, ფავორიტები არ არსებობენ. მეოთხედფინალში გააღწია რვა გუნდმა, რომლებიც ამას იმსახურებდნენ და გასვლით მატჩებში ბევრი ფავორიტი დამარცხებულა. მოედანზე უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია.

ასტონ ვილას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი წვრთნის, კარგი გუნდია და ბოლო წლებში სერიოზულ პროგრესს მიაღწია. მიმდინარე სეზონში, განსხვავებული პროფილის მქონე გუნდებთან გვითამაშია. დიდი კონკურენცია გვაქვს და რთულია თქვა, ძირითად შემადგენლობაში ვინ იქნება. თუმცა, სასტარტოში ვინც არ უნდა დაიწყოს, ვიცით, რომ ყველა მაქსიმუმს გააკეთებს. ასტონ ვილა ჩვენნაირი გუნდია. ბევრი უნივერსალი ფეხბურთელი ჰყავს და რთულია ივარაუდო, რას მოიმოქმედებენ. განსხვავებული სტილი აქვთ და შეუძლიათ როგორც სიღრმიდან ითამაშონ, ისე მაღალი პრესინგი გამოიყენონ.

პარი სენ-ჟერმენის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ და შესაძლოა, ხვალინდელ შეხვედრაში დამატებითი ინტენსიურობა დაგვჭირდეს. ამასთან მიმართებით, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოდან და ვარჯიშებიდან გამომდინარე, შედეგზე არ ვღელავ. პირველ და საპასუხო მატჩთან ადაპტაციაზე ვნერვიულობ. ემოციები უნდა გავაკონტროლოთ და მნიშვნელოვანია მრავალმხრივობა შევინარჩუნოთ. წარმატების რეცეპტი სწორედ ესაა.

ჩემპიონობის შემდეგ, გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელები კარგ ხასიათზე არიან. გვინდა, ეს გამოვიყენოთ. თითოეული მოთამაშით ვამაყობ და ფეხბურთელების გამო, ბედნიერი ვარ. ჩემპიონთა ლიგა მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ. ვეცდებით, მაქსიმალურად მცირე შეცდომა დავუშვათ და არ დავნებდებით“.

ცნობისთვის, „ასტონ ვილასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ პირველი შეხვედრა 9 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდინიო პსჟ-ზე: გუნდი დიდი პოტენციალით, რომელიც მწვერვალისკენ გზაზეა
რონალდინიო პსჟ-ზე: გუნდი დიდი პოტენციალით, რომელიც მწვერვალისკენ გზაზეა