მარცხი ბულგარეთთან | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები A ლიგაში ვერ გადავიდა
Aa
Aa

მარცხი ბულგარეთთან | საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები A ლიგაში ვერ გადავიდა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მესამე მატჩი გამართა. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი ბულგარეთს დაუპირისპირდა და A ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

19-წლამდე გოგონებს პირველი ადგილის დასაკავებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ, მაგრამ მასპინძლებთან 1:2 დამარცხდნენ. შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა და ბულგარეთი პოლინა დემიროვამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან დააწინაურა.

82-ე წუთზე, ბულგარეთის უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ელენა კამენოვამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ლამაზი გოლი გაიტანა. მეტოქეს ლამაზი გოლით უპასუხა ლიზი გოგალაძემ და ჩამორჩენა 1 ბურთამდე შეამცირა, თუმცა, ეს ჩვენი მაქსიმუმი აღმოჩნდა.

ამრიგად, საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილი დაიკავა. ჩვენს გუნდს ლუქსემბურგმაც გადაასწრო, რომელმაც ლიხტენშტაინი 10:0 გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდინიო პსჟ-ზე: გუნდი დიდი პოტენციალით, რომელიც მწვერვალისკენ გზაზეა
რონალდინიო პსჟ-ზე: გუნდი დიდი პოტენციალით, რომელიც მწვერვალისკენ გზაზეა