იოსი ბენაიუნი
Aa
Aa

ბენაიუნის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს | ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა

„ლივერპულისა“ და „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელის, იოსი ბენაიუნის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს. უცხოური და ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ინციდენტი კვირას დილით, ქალაქ რამატ ჰაშარონში მოხდა და საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

როგორც ირკვევა, მოტოციკლზე მჯდომმა პიროვნებამ ხელყუმბარა ბენაიუნის სახლის კარს ესროლა. ხელყუმბარა აფეთქდა და ხანძარი გააჩნდა, რომელიც მალევე ჩააქრეს. ფეხბურთელი სახლში იმყოფება და დაზიანებები არ მიუღია. მისი თქმით, დამნაშავეს სახლი შეეშალა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ შეცდომასთან გვაქვს საქმე და მჯერა, ხელყუმბარა ჩემი სახლისთვის არ უნდა ესროლათ. თავდაპირველად, მეგონა, რომ გაზის ბალონი აფეთქდა და სახანძრო გამოვიძახეთ. როდესაც ადგილზე პოლიცია მოვიდა და ხელყუმბარის ნარჩენები აღმოაჩინა, მაშინ მივხვდით, რეალურად რა მოხდა“, - განაცხადა „ჩელსის“ ექს-მოთამაშემ.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, პოლიციას მომხდარისთვის ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია და საქმეს განზრახ თავდასხმის ბრალდებით იძიებს. ამ მომენტისთვის, სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლეგენდა კი არა ელ ჩორიზო უნდა დაერქმია“ | პიმბლეტი ილიას მეტსახელზე
„ლეგენდა კი არა ელ ჩორიზო უნდა დაერქმია“ | პიმბლეტი ილიას მეტსახელზე