„ილია ბევრად უკეთესი სტრაიკერია“ | თოფურიას მწვრთნელი ოლივეირასთან შესაძლო ჩხუბზე
ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტმა „ლეგენდასა“ და ჩარლზ ოლივეირას შესაძლო ორთაბრძოლაზე ისაუბრა. კლიმენტი დარწმუნებულია, რომ „დუ ბრონქსს“ შანსი არ აქვს და თოფურია მას დაამარცხებს.
„ოლივეირას თოფურიასთან ძალინ რთული ჩხუბი ექნება. ბრწყინვალე ორთაბრძოლას ვიხილავთ, მაგრამ ილია სტრაიკინგში ბევრად მაღლა დგას და ოლივეირას დანოკაუტება შეუძლია. რა მოხდება პარტერში? ილია ჯიუ-ჯიცუში ძალიან მაგარია და 10 წელია შავი ქამარი აქვს.
ისლამ მახაჩევთან შესაძლო ჩხუბი? ძალიან მინდა, ეს ორთაბრძოლა ვიხილოთ. საოცარი დაპირისპირება იქნება, თუმცა, ეს შორეული პერსპექტივაა. ვნახოთ, რა მოხდება“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადავიდა. „ლეგენდის“ მომდევნო მეტოქის შესახებ ბევრი იწერება და სავარაუდო ოპონენტებს შორის ოლივეირასა და მახაჩევს ასახელებენ, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არაფერი დადასტურებულა.