კევინ დე ბრუინი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

დე ბრუინი შესაძლოა მესის თანაგუნდელი გახდეს | ESPN

ამერიკული „ინტერ მაიამი“, სადაც ლიონელ მესი თამაშობს, კევინ დე ბრუინის მიმართ ინტერსს იჩენს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომკ „მანჩესტერ სიტის“ ტოვებს.

ESPN-ის წყაროს ცნობით, დევიდ ბეჰქჰემის გუნდს, MLS-ის კლუბებს შორის, ბელგიელთან მოლაპარაკებების დაწყების პრიორიტეტული უფლება აქვს, რადგან „ინტერ მაიამმა“ დე ბრუინი თავის „აღმოჩნების სიაში“ დაამატა.

MLS-ის წესების თანახმად, კლუბებს შეუძლიათ „აღმოჩენების სიაში“ 5-მდე მოთამაშე შეიყვანონ, რის შემდეგაც გუნდები მოლაპარაკებების დაწყების უფლებას, კონკურენციის გარეშე იღებენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კევინის მიმართ ინტერესს საუდის არაბეთშიც იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ „ვოლფსბურგიდან“ 2015 წელს, 74 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და იმ დროისთვის ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერი იყო.

 „ქალაქელებთან“ ერთად, მან 16 ტიტული მოიგო. კევინმა სულ 414 მატჩი ჩაატარა, 106 გოლი გაიტანა და 176 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის გოლი და რეკორდი | ინტერ მაიამიმ ტორონტოს ვერ მოუგო
მესის გოლი და რეკორდი | ინტერ მაიამიმ ტორონტოს ვერ მოუგო