გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მოსალოდნელი იყო | გიორგი მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გიორგი მამარდაშვილმა „რეალის“ წინააღმდეგ ფენომენალური თამაში აჩვენა და საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. „ვალენსიამ“ „სამეფო კლუბი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა, „მამარდა“ კი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

„ღამურების“ მეკარე წამყვანმა პორტალებმა გამოარჩიეს და ერთ-ერთი მათგანი Marca გახლავთ. ესპანურმა გამოცემამ სოციალურ ქსელებში საკუთარი რჩეული თერთმეტეული გამოაქვეყნა და გიორგი ტოპ 11-ს მიღმა არ დაუტოვებია.

„ვალენსიას ქართველი მეკარე კიდევ ერთხელ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. ბერნაბეუზე გასამარჯვებლად მისი რვა სეივი გადამწყვეტი აღმოჩნდა“, - წერს კიდევ ერთი ესპანური გამოცემა, AS-ი და მამარდაშვილი თავის სიმბოლურ ნაკრებში შეჰყავს. დაბოლოს, გიორგი Sofascore-ისა და Whoscored-ის რჩეულთა შორისაცაა.

შეგახსენებთ, რომ „რეალთან მატჩში, მამარდაშვილმა პირადი რეკორდიც დაამყარა. xG-ის მიხედვით, „რეალს“ 3.28 გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ გიორგიმ მხოლოდ 1 ბურთი გაუშვა, რაც ნიშნავს, რომ „ვალენსია“ 2.28 გოლისგან იხსნა. აქამდე, ერთ მატჩში, მისი საუკეთესო შედეგი 2.14 გოლი იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დემბელე, კვარა და მენდეში | სასაცილო რეკლამა პსჟ-ის ფეხბურთელების მონაწილეობით
დემბელე, კვარა და მენდეში | სასაცილო რეკლამა პსჟ-ის ფეხბურთელების მონაწილეობით