რონალდინიო, ლუის ენრიკე
Aa
Aa

რონალდინიო პსჟ-ზე: გუნდი დიდი პოტენციალით, რომელიც მწვერვალისკენ გზაზეა

რონალდინიომ პსჟ-ს პოტენციალსა და მის მთავარ მწვრთნელზე, ლუის ენრიკეზე ილაპარაკა. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბში 2001-2003 წლებში თამაშობდა.

რონალდინიოს თქმით, ლუის ენრიკემ იცის, რას აკეთებს და ამისთვის ბევრს შრომობს.

„ჩვენ ერთმანეთი ბარსელონაში გავიცანით. მე მისით აღფრთოვანებული ვარ და პატივს ვცემ. ის დიდებული მოთამაშე იყო, რომელიც ასევე დიდებული მწვრთნელი გახდა. მან „ბარსაში“ ყველაფერი მოიგო და ესპანეთის ნაკრებში დიდ წარმატებას მიაღწია. ის მიაღწევს წარმატებას იმაშიც, რასაც პსჟ-ში აკეთებს. ის თამაშის კარგ და მიმზიდველ გეგმას აჩვენებს. პსჟ - ეს არის გუნდი დიდი პოტენციალით, რომელიც მწვერვალისკენ გზაზეა“, - თქვა რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში პსჟ-მ შინ „ანჟე’’ 1:0 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა.

ხვალ კი, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
L’Equipe-მა სიმბოლურში ისევ არ შეიყვანა | კვარა Sofascore-მა და Whoscored-მა გამოარჩიეს
L’Equipe-მა სიმბოლურში ისევ არ შეიყვანა | კვარა Sofascore-მა და Whoscored-მა გამოარჩიეს