ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდმა სიტი შესაძლოა უახლოეს თვეებში დატოვოს | El Nacional

„მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, შესაძლოა გუნდი უახლოეს თვეებში დატოვოს. ამის შესახებ El Nacional-ი წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი იმედგაცრუებულია ინგლისური კლუბის ბოლო შედეგების გამო და ის გუნდის ცვლილებას განიხილავს.

„ქალაქელებს“ ერლინგის დატოვება გაურთულდებათ, თუ ის წასვლას გადაწყვეტს, იმის მიუხედავადაც კი, რომ წლის დასაწყისში ნორვეგიელთან კონტრაქტი 2034 წლამდე გაახანგრძლივეს. სიტუაციას „პსჟ“ და „ბაიერნი“ აკვირდებიან“, - წერს El Nacional-ი.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდმა აპრილის დასაწყისში, „ბორნმუთთან“ მატჩის დროს კოჭი დაიზიანა და სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება.

2022 წლიდან მოყოლებული ერლინგმა „მანჩესტერ სიტიში'' 138 მატჩი ჩაატარა, 120 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი შეასრულა.

კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა ორჯერ (2022-23, 2023-24) და ჩემპიონთა ლიგა ერთხელ (2022-23) მოიგო. ასევე, გასულ ორ სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 2022-23 წლების სეზონში 36 გოლი შეაგდო, გასულ სეზონში - 27 გოლი.

Transfermarkt-ზე ნორვეგიელი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები Opta-ს მიხედვით | რომელ ადგილზეა კვარას პარი სენ-ჟერმენი
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები Opta-ს მიხედვით | რომელ ადგილზეა კვარას პარი სენ-ჟერმენი