ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ლეგენდა კი არა ელ ჩორიზო უნდა დაერქმია“ | პიმბლეტი ილიას მეტსახელზე

პედი პიმბლეტი ილია თოფურიაზე საუბარს არ წყვეტს. „ბედი“ Full Send Podcast-ის სტუმარი იყო და ქართველი მებრძოლის მიერ, მეტსახელის შეცვლას გამოეხმაურა. პიმბლეტის თქმით, თოფურიას „ელ ჩორიზო“ უნდა დაერქმია და არა „ლეგენდა“.

„თოფურიას მეტსახელად ელ ჩორიზო უნდა აერჩია, სულელური მეტსახელი დაირქვა, ლეგენდა თუ რაღაც მსგავსი. ელ ჩორიზო უნდა აერჩია, უფრო შეეფერება.

ყოველთვის ვიცოდი, რომ ილია კარგი მებრძოლია. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან და ძალიან სულელია, ვერ ვიტყვი, რომ ცუდი მებრძოლია, რადგან ასე არაა. თუმცა, თოფურია ჩემზე ზუსტად ამას ამბობს და ძალიან გამეცინა, როდესაც მსუქანი მიწოდა. მეგობარო, საკუთარ წონით დივიზიონში, რომლის ჩემპიონიც ხარ, წონას ვეღარ აფიქსირებ და მსუქანს მე მიწოდებ?!

თოფურია ჯუჯაა, მაიკლ ჩენდლერზე პატარაა. მალე ნახავთ ჩენდლერს რას ვუზამ და იგივე გეგმა მექნება ილიასთან. თოფურია ფიზიკურად პატარაა, ყოველთვის წინ მიდის და მუშტებს იქნევს. ფეხით დარტყმებით ოქტაგონიდან გავაგდებ და საბმიშენით მოვუგებ ან დავანოკაუტებ. ეს ჩხუბი აუცილებლად უნდა გაიმართოს. ილია, როცა გინდა, მზად ვარ. ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვიჩხუბოთ“.

ცნობისთვის, პიმბლეტისა და ჩენდლერის ორთაბრძოლას UFC 314-ზე ვიხილავთ, რომელიც მომავალ უქმეებზე გაიმართება. ღონისძიების მთავარი მოვლენა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის საჩემპიონო დაპირისპირებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ფრანგულად რამდენიმე სიტყვა ვასწავლე“ - მიქაუტაძის ინტერვიუ
„კვარას ფრანგულად რამდენიმე სიტყვა ვასწავლე“ - მიქაუტაძის ინტერვიუ