ფრე ბოლონიასთან - ნაპოლიმ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის დასვკნით მატჩში „ნაპოლი“ სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.
იმის გათვალისწინებით, რომ გათამაშების ლიდერმა „ინტერმა“ ბოლო ტურში ქულები დაკარგა, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში „ნაპოლის“ შეეძლო, რომ „ნერაძურისთან“ ჩამორჩენა 1-ქულამდე შეემცირებინა, თუმცა, ანტონიო კონტეს გუნდმა გამარჯვება ვერ შეძლო და „ინტერთან“ ქულათა სხვაობა კვლავ 3 ქულაა.
დღევანდელ მატჩში ანგარიში მე-18 წუთზე ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ გახსნა, 64-ე წუთზე კი ნდოიემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას „ბოლონია“ ფლობდა და მასპინძლებს შეხვედრის მოგებაც შეეძლოთ.
31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 65 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, პირველადგილოსან „ინტერს“ კი 68 ქულა აქვს. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი საკუთარ მოედანზე საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ დაუპირისპირდება.