თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას სუპერმატჩი და MVP - ქართველმა ვირტუსს მოაგებინა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 25-ე ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია სტუმრად ტრევიზოს დაუპირისპირდა და 6 ქულის სხვაობით, 80:74 დაამარცხა.

თორნიკე შენგელია ბოლონიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. თოკომ მოედანზე 35 წუთი გაატარა და თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა. შეხვედრის მიწურულს მის ანგარიშზე 21 ქულა, 11 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ამასთან, ბურთი 5-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ჯარიმაც აიღო. შენგელიამ 4-დან 4 საჯარიმო, 9-დან 7 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა მატჩის MVP-ის წოდებაც დაიმსახურა.

25 ტურის შემდეგ ვირტუს ბოლონია სატურნირო ცხრილში 18 მოგებისა და 7 მარცხის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ტრაპანისთან და მესამეადგილოსან ბრეშასთან თანაბარი ქულა აქვს. თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, ევროლიგაზე სტუმრად ბარსელონასთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები