„კბილებს ჩავუმტვრევ“ - პიმბლეტი თოფურიაზე
UFC-ის მებრძოლი, პედი პიმბლეტი ილია თოფურიაზე საუბარს არ წყვეტს. ამჯერად ბრიტანელმა „ლეგენდაზე“ FULL SEND PODCAST-ში ილაპარაკა.
„ყველა მეკითხება, მინდა თუ არა, რომ ილია თოფურია ჩემპიონი გახდეს [მსუბუქ წონაში], მაშინ ხომ მე სავარაუდოდ სატიტულო ჩხუბის მიღების შანსი მექნება, მაგრამ არა, არ მინდა, რომ ილიამ ამას მიაღწიოს. ჯანდაბაში წასულა ეს ჯუჯა. მომეცით ტიტულის მოპოვების საშუალება, შემდეგ კი მე ტიტულს თოფურიასთან დავიცავ და კბილებს ჩავუმტვრევ“, - თქვა პიმბლეტმა.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტის მომდევნო მეტოქე მაიკლ ჩენდლერი გახლავთ, რომელსაც UFC 314-ზე დაუპირისპირდება. ამავე ღონისძიების მთავარი მოვლენა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლაა, რომელშიც, ვაკანტური ქამრისთვის, დიეგო ლოპესი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი იასპარეზებენ.
ილიას რაც შეეხება, იგი მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდა და ჯერჯერობით, მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილი არაა. მახაჩევმა მასთან ჩხუბზე უარი განაცხადა, რადგან მიაჩნია, რომ „ლეგენდამ“ საჩემპიონო ორთაბრძოლა უნდა დაიმსახუროს.