ავთანდილ ასათიანი, ირაკლი თოდუა
Aa
Aa

„ყველას გაცნობიერებული გვაქვს თამაშის მნიშვნელობა“ - ფუტსალის ნაკრები გადამწყვეტი შეხვედრებისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადება. ავთანდილ ასათიანმა შეკრებაზე 15 ფეხბურთელი გამოიძახა.

ჩვენმა გუნდმა დღეს თბილისი არენაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგაც ავთანდილ ასათიანმა და ირაკლი თოდუამ მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრეს.

ასათიანის და თოდუას კომენტარები:

ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი,  საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს. მეინ რაუნდში ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 9 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ საფრანგეთს 3 ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილზე მყოფ კოსოვოს კი 3 ქულა აქვს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)

წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბრუიძე (არმია), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები 11 აპრილს სტუმრად კოსოვოს დაუპირისპირდება, 16 აპრილს კი თბილისი არენაზე საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები