მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„შუგას ცხოვრების წესის შეცვლაც ვერ უშველის“ - ალჯო მერაბისა და ომალის რემატჩზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის უახლოესმა მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა ქართველი მანქანისა და შონ ომალის რემატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „შუგას“ ცხოვრების წესის შეცვლაც ვერ გადაარჩენს.

რას ამბობს ალჯო:

„არ მგონია, რომ ცხოვრების წესის შეცვლა ომალისთვის მნიშვნელოვანი იყოს. ამან შეიძლება მცირე სხვაობა გამოიწვიოს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მას გადაარჩენს. ეს უნარებზე იქნება დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, გაქვს თუ არა გაქვს თუ არა ის ნაკრები, რითაც შეძლებ, რომ მერაბის ზეწოლას და ტემპს გაუმკლავდები. მარიხუანაზე უარის თქმა?.. არ ვიცი, მოახდენს თუ არა ეს დიდ განსხვავებას“.

რამდენიმე დღის წინ, შონ ომალიმ განაცხადა, რომ მერაბთან ბრძოლის პერიოდში მან ცხოვრების წესი შეიცვალა, რაც მარიხუანისთვისა და მასტურბაციისთვის თავის დანებებაში გამოიხატებოდა.

მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის რემატჩი 8 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამიკვირდა, როდესაც დავინახე“ | თოფურიამ არნოლდ შვარცენეგერზე ისაუბრა
„გამიკვირდა, როდესაც დავინახე“ | თოფურიამ არნოლდ შვარცენეგერზე ისაუბრა