18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

U18 | სატურნირო შემადგენლობა 6 ერის ფესტივალისთვის დასახელდა

18-წლამდელთა მორაგბეები დღეს საფრანგეთში გაემგზავრნენ და საკურორტო ქალაქ ვიშში, ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებენ.

ფესტივალზე საქართველოსა და ექვსი ერის ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, წელს პორტუგალიის ნაცვლად ესპანეთი ითამაშებს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 6 ერის ფესტივალზე პირველად შარშან ითამაშა და ერთი თამაში მოიგო - საფრანგეთთან 20:19, შოტლანდიას (14:22) და ინგლისს (19:26) კი მცირედით ჩამორჩა.

წლევანდელი ფესტივალი 10 აპრილს, საქართველოსა და იტალიის მატჩით გაიხსნება, 14 აპრილს, უელსს ეთამაშებიან, 18 აპრილს კი ირლანდიას შეერკინებიან.

ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობას 6 ერის ფესტივალისთვის:

2025 წლის 18-წლამდე მორაგბეთა 6 ერის ფესტივალი

საქართველო

შერკინება: ნიკოლოზ ბალანჩივაძე(ოიონაქსი), გაბრიელ რაზმაძე(ორიაკი), ალექსანდრე გამყრელიძე, ლუკა წიკლაური, გიორგი ბერძენიშვილი, დავით ხურციძე, ანდრია ბილანიშვილი(ინგლისი), იოსებ ღვინჯილია, დავით ბარამია(ტულონი), ნიკოლოზ ჩხორთოლია(მონპელიე), შოთა გვრიტიშვილი, მათე ბერუაშვილი, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე.

ხაზი: გოგა უშვერიძე, გიორგი ხონელიძე, ლევან ბუცხრიკიძე, გიორგი გაბუნია, დათა ახვლედიანი, დემეტრე დევდარიანი(ინგლისი), გიორგი კეკელია, ლუკა ტაბატაძე, ავთანდილ ზვიადაძე, ივა კვირიაშვილი, დავით არობელიძე, ლუკა ჭაკუა.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

წყარო: Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორჯღალოსნები |  5 ივლისს, ირლანდიასთან „მიხეილ მესხზე“
ბორჯღალოსნები | 5 ივლისს, ირლანდიასთან „მიხეილ მესხზე“