პიმბლეტი: ჩენდლერს 2 რაუნდში დავაფინიშებ
UFC-ის ბრიტანელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.
მისი თქმით, მომავალ წელს, ის სატიტულო ბრძოლის მოპოვებას აპირებს.
„ჩენდლერს 2 რაუნდში დავაფინიშებ. შემდეგ კი ისეთ მეტოქეს მოვიპოვებ, როგორიც ჩარლზ ოლივეირაა ან ჯასტინ გეიჯი აბუ-დაბიში. როგორც კი მათ დავამარცხებ, 2026 წელს, ტიტულისთვის ვიჩხუბებ“, - თქვა პიმბლეტმა.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტისა და ჩენდლერის ჩხუბი 13 აპრილს, UFC 314-ზე გაიმართება, რომელსაც მაიამი უმასპინძლებს.