მაჭარაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს - სლოვაკეთში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
სლოვაკეთში სტარტი აიღო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატმა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.
ტურნირის პირველ დღეს მედლისთვის ბრძოლის უფლებმა ხუთმა ქართველმა ფალავანმა მოიპოვა. მათ შორის ოქროზე კი მხოლოდ გივი მაჭარაშვილი იჭიდავებს. 97 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე მაჭარაშვილმა ასპარეზობა 1/4 ფინალიდან დაიწყო და საწყის შეხვედრაში პოლონელ ბარანს 11:0 მოუგო. ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში უნგრელ რიჩარდს ვეგის დაუპირისპირდა და მარტივად, 10:0 დაამარცხა. შესაბამისად, გივი მაჭარაშვილი ხვალ ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
მაჭარაშვილის გარდა, მედლისთვის ბრძოლის უფლება კიდევ ოთხმა მოჭიდავემ მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებისთვის გოგა ოთინაშვილი (65 კგ.) და აკაკი ქემერთელიძე (70 კგ.) იბრძოლებენ, რეპეშაჟში კი რობერტ დინგაშვილი (57 კგ.) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.) იასპარეზებენ.
ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება. ამავდროულად, ტურნირის მეორე დღეს საჭიდაო ხალიჩაზე კიდევ 5 ქართველი ფალავანი წარდგება - გიორგი ღონიაშვილი (61 კგ.), გიორგი ელბაქიძე (74 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ.), მირიან მაისურაძე (92 კგ.) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ).