გრილიშისთვის სილის გაწვნის გამო, მანჩესტერ იუნაიტედის ფანი დააკავეს
ჯეკ გრილიშისთვის სილის გაწვნის გამო, „მანჩესტერ იუნაიტედის“ 20 წლის გულშემატკივარი დააკავეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
შემთხვევა 6 აპრილს, მანჩესტერული დერბის დასრულების შემდეგ, „ოლდ ტრაფორდზე“ მოხდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
„სიტის“ ნახევარმცველი მოედანზე 74-ე წუთზე გავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი კი მაშინ მოხდა, როდესაც გრილიში გასახდელისკენ მიემართებოდა.
როგორც გამოცემა იუწყება, თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია ალფი ჰოლტი, რომელიც სასამართლოს წინაშე, ივნისში წარდგება. კლუბებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ ჯეკ გრილიში „ქალაქელებში“ 2021 წლის აგვისტოდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 29 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.