ბორენა ცერცვაძე
Aa
Aa

ბორენა ცერცვაძე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში! - პირველი მეტოქეც ცნობილია

MMA-ის ქართველი მებრძოლი, ბორენა ცერცაძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ორგანიზაციის, PFL (Professional Fighters League)-ის წევრი გახდა.

ბორენა ცერცვაძე ორგანიზაციაში პირველ ბრძოლას მიმდინარე წლის 24 მაისს, პოლონელ პაულინა ვიშნიევსკასთან გამართავს, რომელსაც MMA-ის ეგიდით ჯერჯერობით, დაუმარცხებელია. პოლონელ მებრძოლს შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში 5 ბრძოლა აქვს გამართული და ხუთივე გამარჯვებით დაასრულა.

რაც შეეხება ბორენა ცერცვაძეს, ქართველი მებრძოლი Memete Fight Club-ის წევრია და MMA-ში გამართული 4 ბრძოლიდან ოთხივეში გაიმარჯვა.

ცნობისთვის, ბორენა ცერცვაძისა და პაულინა ვიშნიევსკას ბრძოლა 24 მაისს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები