ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, შონ ომალი
Aa
Aa

ომალი: თოფურიას მახაჩევის დანოკაუტება შეუძლია

UFC-ის ექსჩემპიონმა, შონ ომალიმ, რომელიც 7 ივნისს, სუპერმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდება, ილია თოფურიაზე ილაპარაკა.

როგორც „შუგამ“ თქვა, ის ფიქრობს, რომ „ლეგენდას“ ისლამ მახაჩევის დამარცხება შეუძლია.

„თოფურიას თავისუფლად შეუძლია მახაჩევის გათიშვა. ამასთან, სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ ვნახავთ ილიას ჩხუბს დიეგო ლოპესის წინააღმდეგ“,- თქვა ომალიმ.

შეგახსენებთ, რომ თოფურიას მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ, მის მომდევნო მეტოქეზე ბევრი იწერება. მახაჩევმა მასთან ჩხუბზე უარი განაცხადა, რადგან მიაჩნია, რომ „ლეგენდამ“ საჩემპიონო ორთაბრძოლა უნდა დაიმსახუროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიამ და ისლამმა უნდა იჩხუბონ, მაგრამ ქამრისთვის ბრძოლას ეს ბიჭი მიიღებს“ - კორმიეს პროგნოზი
„ილიამ და ისლამმა უნდა იჩხუბონ, მაგრამ ქამრისთვის ბრძოლას ეს ბიჭი მიიღებს“ - კორმიეს პროგნოზი