ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„კვარას ფრანგულად რამდენიმე სიტყვა ვასწავლე“ - მიქაუტაძის ინტერვიუ

საქართველოს ნაკრებისა და ლიონის შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ Telefoot-თან ინტერვიუს დროს რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის „ლიონში“ დაბრუნებასა და საქართველოს ნაკრების შესახებაც.

რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე:

„როდესაც „ლიონთან“ კონტრაქტს ხელს ვაწერდი, სწორედ იმ მომენტზე ვფიქრობდი, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი და სტადიონზე უფროსი გუნდის თამაშების საყურებლად დავდიოდი. აქ კლუბისთვის ახალი ისტორიის დასაწერად მოვედი. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ლიონიდან, რომელიც „ლიონში“ გაიზარდა, შემდეგ კი კლუბთან ერთად ახალი ისტორია დაწერა. დიდებული იქნება, არა?“

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ამ კომენტარამდე გიორგი მიქაუტაძეს Telefoot-ის ჟურნალისტმა ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართვა აჩვენა, რომელშიც ქართველი ვარსკვლავი მიქაუტაძეს ერთობლივ მიზნებზე ესაუბრებოდა, ამის შემდეგ კი „ჟორჟმა“ ჟურნალისტს უთხრა, რომ კვარას ფრანგულად რამდენიმე სიტყვა ასწავლა.

„დიახ, რამდენიმე ფრანგული სიტყვა ვასწავლე. მიხარია, რომ კვარა აქ, პარიზში თამაშობს. ასევე, სენტ-ეტიენში არის ზურიკო დავითაშვილი“.

„რატომ ავირჩიე საქართველოში თამაში? საქართველო ჩემი და ჩემი მშობლების სამშობლოა. ეს ქვეყანა მნიშვნელოვანია როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახისთვის“.

მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ყველა ტურნირის ჩათვლით „ლიონისთვის“ ჩატარებულ 39 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. ამასთან, ქართველმა ფორვარდმა ევროპა ლიგაზე ჩატარებულ 9 შეხვედრაში 4-ჯერ გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჯადოსნური მომენტი, რამაც სანტიაგო ბერნაბეუ დაადუმა“ - მერსისაიდული სააგენტო მამარდაშვილზე
„ჯადოსნური მომენტი, რამაც სანტიაგო ბერნაბეუ დაადუმა“ - მერსისაიდული სააგენტო მამარდაშვილზე