საქართველოში გაეროს ინიციატივა - „სპორტის საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ აღინიშნა
Aa
Aa

საქართველოში გაეროს ინიციატივა - „სპორტის საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ აღინიშნა

6 აპრილს საქართველო კვლავ შეუერთდა გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და აღინიშნება როგორც სპორტის საერთაშორისო დღე სახელწოდებით - „სპორტის საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“.

6 აპრილს,  დედაენის პარკში საქართველოს სპორტის სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით გაიმართა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ეროვნული ფედერაციები და წარმოდგენილი იყო გასართობი სივრცეებიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები