„მომდევნო საუკეთესო გამოწვევა“ - ვოლკანოვსკის რემატჩი სურს
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიაზე ილაპარაკა.
ავსტრალიელი მებრძოლის თქმით, დიეგო ლოპესთან ჩხუბის შემდეგ, მას „ლეგენდასთან“ რემატჩი სურს.
„ეს მომდევნო საუკეთესო გამოწვევაა. ახალგაზრდა, მშიერი ბიჭი, რომელიც წინ მიიწევს - ეს არაჩვეულებრივი სტიმული იქნება ჩემი მემკვიდრეობისთვის“, - თქვა ვოლკმა TNT Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და კარიერას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ილიას შემდეგი მეტოქე, მაგრამ მედიაში აქტიურად იწერება მასსა და მსუბუქი წონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე.
რაც შეეხება, ვოლკისა და თოფურიას ჩხუბს, ის 2024 წლის თებერვალში, UFC 298-ზე გაიმართა და ქართველმა მებრძოლმა ის ნოკაუტით დაამარცხა.
გეტყვით ასევე, რომ ავსტრალიელი მებრძოლი ბრაზილიელ დიეგო ლოპესს 13 აპრილს, UFC 314-ზე დაუპირისპირდება.