გიორგი მიქაუტაძე, ანდრე ონანა
Aa
Aa

„ლიონზე უკეთესი გუნდი გვყავს“ | რა თქვა ონანამ ევროპა ლიგის დუელზე

ევროპა ლიგის მეოთხედფინალში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედია“. „წითელი ეშმაკების“ მეკარემ, ანდრე ონანამ ფრანგულ კლუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლიონზე“ უკეთესი გუნდია.

„ლიონი ძალიან კარგი გუნდია. მათ რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობთ, მაგრამ ვფიქრობ, კონცენტრაცია არა მათზე, არამედ ჩვენს თავზე უნდა მოვახდინოთ. ვფიქრობ, უკეთესი გუნდი გვყავს. მოედანზე უნდა გავიდეთ და ვაჩვენოთ, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ. თუ გამარჯვებულის მენტალიტეტი გვექნება, ფოკუსირებული ვიქნებით, კომპაქტურობას არ დავკარგავთ, ერთიანობას შევინარჩუნებთ და სათამაშო გეგმას გავყვებით, მოვიგებთ.

რა თქმა უნდა, გამარჯვება მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, ლიონზე უკეთესი გუნდი ვართ. ვიცით, რა მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და მოედანზე გამარჯვებულის მენტალიტეტით გავალთ. საუკეთესო სეზონი არ გვაქვს, მაგრამ ტიტულის მოგება შეგვიძლია და შევეცდებით, ეს გავაკეთოთ“.

შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს და მატჩი 10 აპრილს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა 17 აპრილსაა ჩანიშნული და მას „ოცნებათა თეატრი“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
L’Equipe-მა სიმბოლურში ისევ არ შეიყვანა | კვარა Sofascore-მა და Whoscored-მა გამოარჩიეს
L’Equipe-მა სიმბოლურში ისევ არ შეიყვანა | კვარა Sofascore-მა და Whoscored-მა გამოარჩიეს