ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები Opta-ს მიხედვით | რომელ ადგილზეა კვარას პარი სენ-ჟერმენი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი 8 აპრილს დაიწყება. ფეხბურთის გულშემატკივრები ორ შეხვედრას იხილავენ. „არსენალი“ „რეალს“ უმასპინძლებს, „ბაიერნი“ კი „ინტერს“ დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალური ეტაპის სტარტამდე, ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ ტურნირის ფავორიტები დაასახელა და საკუთარი რეიტინგი განაახლა. Opta-ს მიხედვით, ჩემპიონობის საუკეთესო შანსი „ბარსელონას“ აქვს - 23.1 პროცენტი, მეორე პოზიციაზე კი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ იმყოფება - 19.3 პროცენტი.

პსჟ-ს მეტოქე „ასტონ ვილა“ გახლავთ და Opta-ს აზრით, „პარკ დე პრენსის“ ბინადრებს მომდევნო ეტაპზე გასვლის 71.3-პროცენტიანი შანსი აქვთ. იმის ალბათობა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ფინალში გავა, 36.2 პროცენტია.

Opta-ს რეიტინგში მესამე პოზიციას „არსენალი“ იკავებს - 15.6 პროცენტი. მეოთხეზე „ინტერია“ – 13.8 პროცენტი. „ნერაძურის“ „რეალი“ (12.2 პროცენტი), „ბაიერნი (10.8 პროცენტი), „ასტონ ვილა“ (3.7 პროცენტი) და „დორტმუნდი“ (1.5 პროცენტი) მოჰყვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯადოსნური მომენტი, რამაც სანტიაგო ბერნაბეუ დაადუმა“ - მერსისაიდული სააგენტო მამარდაშვილზე
„ჯადოსნური მომენტი, რამაც სანტიაგო ბერნაბეუ დაადუმა“ - მერსისაიდული სააგენტო მამარდაშვილზე