ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

მახაჩევი VS თოფურია | როგორია ტომ ასპინალის პროგნოზი

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ტომ ასპინალმა საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა. ინგლისელმა მებრძოლმა ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე მოკლედ ისაუბრა და „ლეგენდას“ წაგება ივარაუდა.

„მახაჩევისა და თოფურიას ჩხუბი? ეს ორთაბრძოლა ისლამისთვის ბევრად რთული იქნება, ვიდრე ხალხს ჰგონია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მახაჩევი გაიმარჯვებს“.

როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადავიდა. „ლეგენდის“ მომდევნო მეტოქის შესახებ ბევრი იწერება, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

რამდენიმე დღის წინ, ესპანურმა გამოცემამ, ABC-მა განაცხადა, რომ მახაჩევი ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას დაპირისპირების შედეგს ელოდება. ისლამს ნახევრად საშუალო წონაში ასვლა და საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება სურს. დელა მადალენას გამარჯვების შემთხვევაში, ისლამი სწორედ ამას გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიამ და ისლამმა უნდა იჩხუბონ, მაგრამ ქამრისთვის ბრძოლას ეს ბიჭი მიიღებს“ - კორმიეს პროგნოზი
„ილიამ და ისლამმა უნდა იჩხუბონ, მაგრამ ქამრისთვის ბრძოლას ეს ბიჭი მიიღებს“ - კორმიეს პროგნოზი