„დღეს საღამოს ვახშამზე გვექნება... ხაჭაპური“ | შერმადინის აღიარება ესპანეთში
გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქართველმა ცენტრმა „გრანადას“ წინააღმდეგ 19 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 34 გახლდათ, რაც საუკეთესო შედეგი იყო.
„და დღეს საღამოს, ვახშამზე გვექნება... ხაჭაპური. სარგებლიანობის კოეფიციენტის გრაფაში დაფიქსირებული 34-ით, გიორგი შერმადინი ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა“, - ასე გამოეხმაურა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას X-ის გვერდი „შერმინატორის“ წარმატებას.
????️ Y hoy para cenar... ¡KHACHAPURI! ????????
— Liga Endesa (@ACBCOM) April 6, 2025
¡Con sus 3⃣4⃣ de valoración, GIO SHERMADINI se convierte en el JUGADOR de la JORNADA 26!#LigaEndesa | #GameDayMovistar @CB1939Canarias | @gioshermadini pic.twitter.com/NqYv1IFFMI
შერმადინი Liga Endesa-ს ტურის მოთამაშედ შერმადინი კარიერაში 24-ედ აირჩიეს, რაც რეკორდია. მეორეადგილოსნებს, არვიდას საბონისსა და ლუ როს ეს ჯილდო 19-19-ჯერ აქვთ მოპოვებული.
ამ მომენტისთვის გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფე“ მეორე ადგილზე იმყოფება და 21 მოგება და 5 წაგება აქვს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მხოლოდ „რეალს“ ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა სწორედ „სამეფო კლუბთან“ ელის.