ილია თოფურია
Aa
Aa

„გამიკვირდა, როდესაც დავინახე“ | თოფურიამ არნოლდ შვარცენეგერზე ისაუბრა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ MMA-ში გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა და საინტერესო ისტორია გაგვიზიარა. „ლეგენდამ“ ინტერვიუ Men’s Health-ს მისცა და განაცხადა, რომ მის პირველ სამოყვარულო ორთაბრძოლას ლეგენდარული მსახიობი და ბოდიბილდერი, არნოლდ შვარცენეგერი დაესწრო.

„შემთხვევითობა არ არსებობს. ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. მახსოვს, ჩემს პირველ სამოყვარულო ორთაბრძოლას არნოლდ შვარცენეგერი დაესწრო. გამიკვირდა, როდესაც დავინახე და მიუხედავად ასაკისა, ძალიან მაგარ ფორმაში იყო. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც 16-17 წლის ბიჭი ხარ, სადებიუტო ორთაბრძოლას ატარებ და მაყურებლებს შორის, არნოლდ შვარცენეგერს ხედავ“.

ცნობისთვის, UFC-ში მოხვედრამდე, თოფურია Mix Fight Events-ში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი მოიგო, შემდეგ კი Cage Warriors-ში გადავიდა და ტიტულს ამ ორგანიზაციაშიც დაეუფლა. UFC-მდე, ილია BRAVE-ში ასპარეზობდა და ლუის გომესსა და სტივენ გონსალვესს მოუგო.

„ლეგენდამ“ UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლა იუსეფ ზალალის წინააღმდეგ ჩაატარა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. ზალალის შემდეგ, თოფურიამ დეიმონ ჯექსონს, რაიან ჰოლს, ჯაი ჰერბერტს, ბრაის მიტჩელს, ჯოშ ემეტს, ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლოუეის მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიამ და ისლამმა უნდა იჩხუბონ, მაგრამ ქამრისთვის ბრძოლას ეს ბიჭი მიიღებს“ - კორმიეს პროგნოზი
„ილიამ და ისლამმა უნდა იჩხუბონ, მაგრამ ქამრისთვის ბრძოლას ეს ბიჭი მიიღებს“ - კორმიეს პროგნოზი