სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მხოლოდ ორი შედეგიანი გადაცემა ჰქონდა | მამუს უქულო მატჩი და სპურსის 46-ე წაგება

„სან ანტონიო სპურსმა“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში, 46-ე შეხვედრა წააგო. გამთენიისას, სანდრო მამუკელაშვილის გუნდი სტუმრად „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ დაუპირისპირდა და მეტოქის საკადრო პრობლემების მიუხედავად, 109:120 დამარცხდა.

მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 12 წუთი და 54 წამი გაატარა. „მამუმ“ მეტოქის კალათს სამჯერ შეუტია და სამივეჯერ სამქულიანი ისროლა, თუმცა, მისი ტყორცნები არაზუსტი აღმოჩნდა. მამუკელაშვილის აქტივში მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა იყო.

„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 22 ქულა სტეფონ კასლმა დააგროვა. დევინ ვესელს 21 ქულა ჰქონდა, ჰარისონ ბარნსს - 17. „პორტლენდის“ რიგებში საუკეთესო ტუმანი კამარა იყო - 23 ქულა, 10 მოხსნა. შეიდონ შარპმა 21 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 32 მოგება და 46 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებს. რეგულარული სეზონის დასრულებამდე, „სპურსი“ კიდევ ოთხ შეხვედრას გამართავს და მისი მომდევნო მეტოქე „ლოს ანჯელეს კლიპერსია“, რომელსაც 9 აპრილს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკომ პენალტი მოიპოვა და აქტიური იყო, მაგრამ სენტ-ეტიენი ლანსთან მაინც დამარცხდა
ზურიკომ პენალტი მოიპოვა და აქტიური იყო, მაგრამ სენტ-ეტიენი ლანსთან მაინც დამარცხდა