გიორგი მამარდაშვილი, ვინისიუს ჟუნიორი, არნე სლოტი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„ჯადოსნური მომენტი, რამაც სანტიაგო ბერნაბეუ დაადუმა“ - მერსისაიდული სააგენტო მამარდაშვილზე

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში, მადრიდის „რეალთან“ გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე პერფონმანსს „ლივერპულთან“ დაახლოებული სააგენტო Anfield Index-ი ეხმაურება და ქართველი მეკარის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

რას წერს სააგენტო მამარდაზე:

გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც ამჟამად „ვალენსიაში“ იჯარის წესით თამაშობს, შაბათს, სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი ჰქონდა თავისი კარიერის განმავლობაში. მან შესანიშნავი სპექტაკლი შემოგვთავაზა.

ქართველმა მეკარემ მე-13 წუთზე ოქრის ბურთის მეორეადგილოსან ვინისიუს ჟუნიორს პენალტი აუღო. ეს მომენტი მეკარის ოსტატობას განასახიერებდა და ასევე, მის მიმართ გაზრდილ ნდობას სეზონის დასკვნით ნაწილში.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ვინისიუსის დარტყმა უკიდურეს კუთხეში არ წასულა და სიზუსტე აკლდა, მაგრამ მამარდაშვილმა კუთხე გამოიცნო და დარტყმაც სწორად მოიგერია. მან ნახტომის შემდეგ მუხლით ბურთი მარცხნივ გადააგდო, იდეალური მოგერიება არ ყოფილა, მაგრამ საბოლოოდ, ეფექტური ეპიზოდი იყო.

ვალენსიას ფორმის ამაღლება მეკარის აღორძინებას ემთხვევა. „ღამურების“ 2024/25 წლების სეზონი რბილად რომ ვთქვათ, ტურბულენტური იყო. გუნდში კარლოს კორბენანის მისვლის შემდეგ ისინი სწორ გემზე აღმოჩნდნენ. ახლა უკვე ზედიზედ 4 თამაშია არ წაუგიათ, მაგრამ მადრიდში მათი გამარჯვება მოსალოდნელი არ ყოფილა. შეხვედრის სტარტზე მამარდაშვილის ნაადრევმა ჩარევამ უზრუნველყო მძიმე სტარტის თავიდან აცილება. ეს შეხვედრა გვაჩვენებს, რომ 23 წლის მეკარის ეს სპექტაკლი გვაჩვენებს, რომ მას აქვს მენტალიტეტი, რითაც შეუძლია უმაღლეს ფეხბურთში არსებულ ზეწოლას გაუმკლავდეს.

გაურკვეველი რჩება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს არნე სლოტი, როდესაც მამარდაშვილი ლივერპულში ჩამოვა. მისთვის რთული იქნება ახალ სეზონში მეკარის ვარიანტების მართვა. ალისონ ბეკერი დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ რჩება, მაგრამ კონკურენცია აუცილებელია - და მამარდაშვილი სულ უფრო და უფრო შეძლებს ამ კონკურენციის უზრუნველყოფას.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში „ვალენსიამ“ სტუმრად მადრიდის „რეალი“ 1:2 დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილმა კი „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ 8 სეივი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
8 მოგერიება და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - მამარდამ რეალს პირადად მოუგო
8 მოგერიება და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - მამარდამ რეალს პირადად მოუგო