გიორგი ქოჩორაშვილი, ხულიან კალერო
Aa
Aa

„ოდნავი ეჭვიც რომ შეგვემჩნია, დღეს არ ითამაშებდა“ - ლევანტეს მწვრთნელი ქოჩორაშვილზე

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ხულიან კალერომ ლა ლიგა 2-ის 34-ე ტურში, სანტადერის „რასინგთან“ გამარჯვების შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ისაუბრა და ქართველი ნახევარმცველი შეაქო.

კალეროს თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქოჩორაშვილის „ლევანტედან“ წასვლა უკვე გადაწყვეტილია, 26 წლის ნახევარმცველი ამჟამინდელი კლუბისთვის მაინც ბოლომდე იხარჯება და გუნდში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

რას ამბობს ხულიან კალერო:

„რეალობა ისაა, რომ ქოჩო იმას აკეთებს, რასაც ყოველთვის აკეთებს და ყველაზე კარგად გამოსდის. ის დიდი პროფესიონალი და კარგი მოთამაშეა. მესმის, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო ახლა აქცენტი მასზეა გაკეთებული, მაგრამ მას ძალიან უნდა, რომ გუნდს ბოლომდე დაეხმაროს და დღევანდელ მატჩში ეჭვიც კი არ შეჰყპარვია. დამიჯერეთ, ეს მცირედი ეჭვიც რომ შეგვემჩნია, დღეს არ ითამაშებდა.

34 ტურის შემდეგ „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 62 ქულით დროებით პირველ ადგილზე აღზევდა, მეორეადგილოსან „ელჩეს“ კი 34-ე ტურში თავისი შეხვედრა ჯერ არ გაუმართავს, „რასინგი“ კი 59 ქულით მესამე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში „ლევანტე“ სტუმრად „კორდობას“ დაუპირისპირდება. მატჩი 11 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ ბოლო სეზონს ატარებს. ქართველი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
8 მოგერიება და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - მამარდამ რეალს პირადად მოუგო
8 მოგერიება და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - მამარდამ რეალს პირადად მოუგო