გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინი საუკეთესო იყო - ტენერიფემ გრანადას მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ტენერიფემ გრანადას უმასპინძლა და 95:87 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა. ქართველი კალათბურთელი, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც პარკეტზე 31 წუთი და 13 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, გიორგიმ 19 მოხსნას, 8 ქულას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შერმადინმა მატჩის მიმდინარეობისას 9-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 8 გამოუვიდა. 3 საჯარიმო ტყორცნიდან სამივე ზუსტი აღმოჩნდა. 8 მოხსნიდან 6 საკუთარ ფარზე შეასრულა, ორი კი მეტოქის.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს სატურნირო ცხრილში 42 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე იმყოფება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს მადრიდის რეალსაც, თუმცა მათ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 5 ქულა - სპურსმა კლივლენდთან წააგო
მამუკელაშვილის 5 ქულა - სპურსმა კლივლენდთან წააგო