ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მადრიდის ჩელენჯერის კვალიფიკაცია - ბასილაშვილი 338-ე ნომერთან დამარცხდა

მადრიდის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ იაკუბ პაულს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 3 სეტში 6:4 1:6 2:6 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა პირველი სეტი მოიგო, რომელშიც ბრეიკით აგებდა. მეოთხე გეიმში პაულმა ბასილაშვილის ჩაწოდება მოიგო, თუმცა შემდეგ, ქართველმა ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა.

მეორე სეტი სრული კრახი იყო. ბასილაშვილმა მხოლოდ ერთი გეიმი მოიგო. პაულმა ორჯერ შეასრულა ბრეიკი.

არც მესამე სეტი იყო უკეთესი. განსხვავებით მეორისგან, ქართველმა აქ ორი გეიმის მოგება შეძლო. შვეიცარიელმა კი კვლავ ორი ბრეიკი შეასრულა.

ცნობისთვის, იაკუბ პაული ATP რეიტინგში 338-ე ადგილს იკავებს, ბასილაშვილი კი 159-ე გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გავაფრთხილე, რომ სინერთან ეს არ გამოეყენებინა“ - დოპინგ-სკანდალის ახალი დეტალები
„გავაფრთხილე, რომ სინერთან ეს არ გამოეყენებინა“ - დოპინგ-სკანდალის ახალი დეტალები