შენ ყველაფერს შეძლებ | მშობლების მიმართვა და მიქაუტაძის ცრემლები
ფრანგულმა Téléfoot-მა გიორგი მიქაუტაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის რამდენიმე ნაწყვეტი სრული ინტერვიუს დადებამდე გაავრცელეს.
ინტერვიუს მიმდინარეობისას ფეხბურთელის მშობლები ერთვებიან, შემდეგ კი ფეხბურთელი საკმაოდ ემოციურია.
დედა: ოჯახი და საქართველო შენით ამაყობს. გააგრძელე შრომა და ყველაფერს შეძლებ, რაც გსურს.
ვიდეოში მამა ერთვება: გკოცნით, გიორგი. ძალიან გვიყვარხარ.
გიორგი მიქაუტაძე: ეს შესანიშნავია, რადგან წარსულზე ფიქრობ, როცა რაღაცები შენთვის უფრო მეტად რთული იყო.
Téléfoot-ი „ლიონის'' ყოფილ ფორვარდს, სონი ანდერსონს ესაუბრა. ბრაზილიელის აზრით, მიქაუტაძეს შეუძლია „მან. იუნაიტედთან'' გადამწყვეტი როლი შეასრულოს და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
ევროპა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში, 10 აპრილს, „ლიონი’’ „მან. იუნაიტედს’’ მიიღებს. საპასუხო შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე’’, 17 აპრილს გაიმართება.
მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ყველა ტურნირის ჩათვლით „ლიონისთვის'' ჩატარებულ 39 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. ევროპა ლიგაზე 9 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო.