მას შეუძლია მანჩესტერთან გადამწყვეტი იყოს | სონი ანდერსონი მიქაუტაძეზე
„ლიონის’’ ყოფილ ფეხბურთელს, სონი ანდერსონს სჯერა, რომ მიქაუტაძემ „მანჩესტერ იუნაიტედთან’’ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს, მას ეს შეუძლია.
„მანჩესტერ იუნაიტედთან’’ უნდა აჩვენოს, რომ საერთაშორისო დონის მოთამაშეა’’ - აღნიშნავს ანდერსონი Téléfoot-თან ინტერვიუში.
აღნიშნულ გამოცემას გიორგი მიქაუტაძეც ესაუბრა: „ჩვენ შეგვიძლია იმაზე ოცნება, რომ ტურნირში ბოლომდე დავრჩეთ’’.
ევროპა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში, 10 აპრილს, „ლიონი’’ „მან. იუნაიტედს’’ მიიღებს. საპასუხო შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე’’, 17 აპრილს გაიმართება.
მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ევროპა ლიგის 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ლიგა 1-ის 28 მატჩში - 8 გოლი.