“მომენტების გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება“ - არტეტა რეალთან მატჩზე
როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არსენალი მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.
მეთოფეების მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ესპანურ AS-ს სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა, მათ შორის სამეფო კლუბთან დაპირისპირებაზეც.
არტეტა:
„აღფრთოვანებული ვარ. რეალი არის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მეფობს. წინ დიდი გამოცდა გველის. ჩვენ გვყავს მეტოქე, რომელთანაც მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ.
პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ მათზე უკეთესები ვიყოთ. გვჯეროდეს პირველივე წუთიდან და გადამწყვეტ მომენტებში ეფექტურები ვიყოთ. ასეთი დონის მატჩებში მომენტების გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
იმასაც ვიაზრებ, რომ რეალის წინააღმდეგ არ არის საკმარისი ის, რომ მათზე საუკეთესო იყო, მაგრამ თუ უარესი ხარ, წაგების ალბათობა გაცილებით მაღალია. ასეთ შემთხვევაში შანსი არ გვექნება. მაგალაეშის ტრავმა იმაზე დიდი პრობლემაა, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. არსებული რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.“
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური მატჩისთვის ორივე გუნდს საკადრო პრობლემები აქვს. ლონდონელებს კალაფიორი, მაგალაეში, გაბრიელ ჟესუსი, კაი ჰავერცი, რაჰიმ სტერლინგი და ტომიასუ არ ეყოლება.
რაც შეეხება რეალს, კარლო ანჩელოტის განკარგულებაში დანი კარვახალი, დანი სებალიოსი, ედერ მილიტაო და ჩუამენი არ იქნებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტიბო კურტუას და ფერლან მენდის თამაში. აღნიშნული დაპირისპირება 8 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.