მამარდამ პირადი რეკორდი დაამყარა | Opta-ს საინტერესო სტატისტიკა
ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის „რეალი’’ შინ „ვალენსიასთან’’ 1:2 დამარცხდა. „ღამურების’’ გამარჯვებაში ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა. შესაძლოა, კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ამ შეხვედრაში მარცხმა „სამეფო კლუბის’’ ჩემპიონობის შანსი მნიშვნელოვნად შეამცირა.
გთავაზობთ ნაწყვეტს Relevo-ს ჟურნალისტის, ნაჩო სანჩისის სტატიიდან.
„ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო „ვალენსიაში’’, ან შესაძლოა საუკეთესო. Opta-ს ვერსიით, მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი (xGot) 3,28 ჰქონდა, 3,28-დან 2,28 აიღო. მას ასეთი ციფრისთვის აქამდე არასდროს მიუღწევია. მისი უმაღლესი ციფრი 2,14 იყო, როცა 2023 წლის მაისში „ვალენსიამ’’ „მესტალიაზე’’ „რეალი’’ დაამარცხა’’.
მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა 4 მატჩი ტრავმის მიზეზით გამოტოვა, 26 მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.
მამარდაშვილი „ლივერპულის'' საკუთრებაა და „ვალენსიაში'' 1-წლიანი იჯარით თამაშობს. შეთანხმების მიხედვით, შემდეგ სეზონში ინგლისურ კლუბში ითამაშებს, რომელიც ამჟამად პრემიერ ლიგას ლიდერობს.