გიორგი გულიაშვილი, ვასილიოს გორდეზიანი
Aa
Aa

ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს | სარაევოს მწვრთნელმა გულიაშვილზე ისაუბრა

ბოსნიის ჩემპიონატის 24-ე ტურში აუტსაიდერი „გოშკ გაბელა’’ შინ „სარაევოსთან’’ 0:2 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში „სარაევოს’’ გიორგი გულიაშვილი ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. მის არყოფნაში „სარაევოს'' სასტარტოში ვასილიოს გორდეზიანმა ითამაშა. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. განმეორებით ჩვენებაში დავინახეთ, რომ ბურთი მხარზე მოხვდა და შემდეგ აღმოჩნდა კარის ბადეში. 23 წლის ქართველმა ცენტფორვარდმა ამ გოლით ანგარიში გახსნა.

ვასილიოს გორდეზიანი, რომელიც პაოკ-ის აღზრდილია, თბილისის „დინამოს’’ საკუთრებაა და გასულ ზამთარში 1,5-წლიანი იჯარით „სარაევოში’’ გადავიდა. ბოსნიის ჩემპიონატის 4 მატჩში მის აქტივში 2 გოლია.

მატჩის შემდეგ მედიასთან „სარაევოს’’ მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გუნდისთვის გიორგი გულიაშვილი ძალიან ბევრს ნიშნავს.

ზორან ზეკიჩი: „ტრავმა უფრო მეტად სერიოზულია, როცა ფეხბურთელი ორ ან სამ კვირას გამოტოვებს. ის არის მოთამაშე, რომელიც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ მატჩში გამოჩნდა, რომ შინაგანი ენერგია უნდა ვიპოვოთ. ის და მისი თამაში იმსახურებს,  რომ შესაბამისად შევცვალოთ’’.

გიორგი გულიაშვილი „სარაევოს'' 2-3 კვირაში დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა საფრანგეთის ჩემპიონია | ხვიჩას საგოლე პასი და ზეიმი პარკ დე პრენსზე
კვარა საფრანგეთის ჩემპიონია | ხვიჩას საგოლე პასი და ზეიმი პარკ დე პრენსზე