Sofascore: საჩემპიონო მატჩში კვარა საუკეთესოდ დასახელდა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე ტურში პარი სენ ჟერმენმა ანჟერი დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში მეცამეტედ გახდა.
მატჩში ერთადერთი გოლი დეზირე დუემ ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა და ხვიჩა საუკეთესოდ დაასახელა.
Sofascore:
დონარუმა(6.8), ჰაკიმი(7.5), მარკინიოსი(7.6), პაჩო(7.1), ერნანდესი(7.4), ზაირ-ემერი(7.7), ვიტინია(7.6), რუისი(8.0), დუე(8.0), რამუში(6.9), კვარაცხელია(8.7), მენდეში(6.9), ბარკოლა(7.2), დემბელე(7.0), ნევეში(6.7).
შეგახსენებთ, რომ ფრანგულ გუნდს კიდევ 2 ტიტულის მოგების შანსი აქვს. პარი სენ ჟერმენი საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალში ასტონ ვილას შეხვდება. ბირმინგემული კლუბის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ლუის ენრიკეს შეგირდები ნახევარფინალში რეალს ან არსენალს დაუპირისპირდებიან.