“ჩვენი ფილოსოფია გუნდურ თამაშს ეფუძნება“ - ალ-ხელაიფის განცხადება
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე ტურში პარი სენ ჟერმენმა ანჟერი დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში მეცამეტედ გახდა.
ჩემპიონობის ზეიმის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განცხადება გააკეთა:
„ჩვენ უზომოდ ვამაყობთ ლიგა 1-ის, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ლიგის ჩემპიონობით. განსაკუთრებულია, რომ ეს ყველაფერი დღემდე დაუმარცხებლად მოვახერხეთ. ვულოცავ ყველა მოთამაშეს, ჩვენს მწვრთნელს ლუის ენრიკეს, ჩვენს სპორტულ დირექტორს ლუის კამპოსს და მთელს ჩვენს პერსონალს, რომლებმაც წარმოუდგენელი სამუშაო გააკეთეს. ეს არის შესანიშნავი მომენტი ჩვენი ქალაქისთვის.
ფეხბურთის სამყაროში ყველამ ნახა და აღფრთოვანებული იყო პარი სენ ჟერმენის განვითარებით ამ ახალ ეპოქაში. ჩვენი ფილოსოფია დაფუძნებულია გუნდურ თამაშზე. პარი სენ ჟერმენი ვარსკვლავი გუნდია და ეს ვარსკვლავი ძალიან ანათებს. ამ ძვირფას მომენტს გავიზიარებთ, როგორც ერთი ოჯახი ჩვენს საოცარ გულშემატკივრებთან ერთად. სეზონის დასრულებამდე ჯერ შორია, ჩვენ შრომა უნდა გავაგრძელოთ და ყველა მატჩში ვფოკუსირდეთ. ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში ვიბრძვით.“
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალში ასტონ ვილას შეხვდება. ბირმინგემული კლუბის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ლუის ენრიკეს შეგირდები ნახევარფინალში რეალს ან არსენალს დაუპირისპირდებიან.