რთული დარტყმები მოიგერია | გუგეშაშვილის მორიგი კარგი მატჩი
საბერძნეთის სუპერ ლიგის გასავარდნი ზონის მეორე ტურში „ლევადიაკოსმა’’ შინ „პანსერაიკოსი’’ 3:0 დაამარცხა.
ტრადიციულად, „პანსერაიკოსის’’ კარში ლუკა გუგეშაშვილი იდგა, რომელმაც რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია. ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში „ლევადიაკოსი’’ უტევდა, ლუკას ბევრი საქმე ჰქონდა.
სტატისტიკურმა ვებგვერდმა ლუკას 7 „სეივი'' დაუწერეს, თუმცა 7-დან 4 მარტივად მოსაგერიებელი იყო, სამ შემთხვევაში ლუკამ დამაჯერებლად იმოქმედა და სწორედ ლუკას აღნიშნულ მოგერიებებს გთავაზობთ.
გასავარდნ ზონაში ექვსი გუნდია, „პანსერაიკოსი’’ 29 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ლევადიაკოსს’’ 5 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, 12 აპრილს „კალითეას’’ მიიღებს, რომელიც 4 ქულით ჩამორჩება.
25 წლის ქართველმა მეკარემ საბერძნეთის სუპერ ლიგის 27 მატჩიდან 4-ში გოლი არ გაუშვა. ასევე, ჩემპიონატის ხუთ მატჩში „პანსერაიკოსის’’ კაპიტანი იყო.
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას პაოკ-ში გააგრძელებს. პაოკ-მა ლუკას ტრანსფერზე „პანსერაიკოსთან'' შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პაოკ-მა ოფიციალურად დაადასტურა. სატრანსფერო თანხა მილიონი ევროა.