უოტფორდმა ბრისტოლთან წააგო - ჩაკვე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო
ჩემპიონშიფის 40-ე ტურში „უოტფორდი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, „ბრისტოლ სიტის“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის პირველი გოლი 24-ე წუთზე გავიდა - თავი როს მაკკრორიმ გამოიჩინა, უკვე 5 წუთში კი მარკ საიკსის პასის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე ნაკი უელსმა გაზარდა. მე-80 წუთზე იმრან ლუზას პასის შემდეგ მამადუ დუმბიამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა მატჩის გადარჩენა „ონავრებმა“ ვერ შეძლეს.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ტომ ქლევერლიმ მატჩის წინ განაცხადა, რომ ქართველ ნახევარმცველს ფეხის თითი აწუხებს, რის გამოც ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო.
ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ისგან 6,5-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 17 შეხება ბურთთან, 13-დან 11 ზუსტი პასი (85%), 1 დარტყმა კარისკენ, 1 წაგებული ორთაბრძოლა, დრიბლინგის 1 წარუმატებელი მცდელობა და 4 დაკარგული ბურთი.
ჩაკვეს გამორჩეული მომენტები:

40 მატჩის შემდეგ „უოტფორდს“ 53 ქულა აქვს და ამ დროისთვის ჩაკვეს გუნდი ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „უოტფორდი“ 8 აპრილს, შინ „ჰალ სიტის“ წინააღმდეგ გამართავს.