კვარა საფრანგეთის ჩემპიონია | ხვიჩას საგოლე პასი და ზეიმი პარკ დე პრენსზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში პსჟ-მ შინ „ანჟე’’ 1:0 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა. ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში ათამაშა. მიუხედავად იმისა, რომ კვარას საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, 55-ე წუთზე მისი ბრწყინვალე ჩაწოდების შემდეგ დუემ ანგარიში გახსნა.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
მატჩის მიწურულს ხვიჩას გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა.
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ ოთხშაბათს, 9 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაზე „ასტონ ვილას'' დაუპირისპირდება, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია შეუცვლელად ათამაშა, არ დაასვენა.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკეს გუნდს ზამთარში შეუერთდა, ლიგა 1-ის 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ქართველმა ვარსკვლავმა ტოპ 5 ლიგიდან უკვე ორი ჩემპიონატი მოიგო, 2022-23 წლების სეზონში „ნაპოლისთან'' ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგიდან 2 მოიგო.
პარიზულმა გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონობა ისტორიაში მეცამეტედ მოიპოვა (1985–86, 1993–94, 2012–13, 2013–14, 2014–15, 2015–16, 2017–18, 2018–19, 2019–20, 2021–22, 2022–23, 2023–24, 2024–25).