როდის დაბრუნდება გულიაშვილი | როგორია ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ბოსნია და ჰერცეგოვინის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე, გიორგი გულიაშვილის „სარაევოს“ მეტოქე „ბორაც ბანია ლუკაა“. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.
მატჩის 36-ე წუთზე, გულიაშვილმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. შეხვედრის შემდეგ, მან Crystalsport-თან საუბრისას აღნიშნა, რომ უკანა კუნთზე ტკივილი იგრძნო და გასვლა ამიტომ მოუწია, ახლახან კი სარეაბილიტაციო პერიოდის ვადები გახდა ცნობილი.
Crystalsport-ის ინფორმაციით, გულიაშვილს ორი-სამი კვირა გაუცდება, თუმცა თუ გამოსაჯანმრთელებელი პროცესი უკეთ წარიმართება, შესაძლოა, მოედანზე უფრო ადრეც დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ გულიაშვილს საოცარი სეზონი აქვს. 23 წლის ქართველმა ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. „სარაეოვსა“ და „ბორაც ბანია ლუკას“ განმეორებითი შეხვედრა 15 აპრილს გაიმართება.