რუუდ ვან ნისტელროი
Aa
Aa

ფეხბურთელი გუნდიდან გააგდო - ვან ნისტელროის გადამჭრელი ზომები

რუუდ ვან ნისტელროის მომზადებული „ლესტერი“ ინგლისის პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიპში დაქვეითების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, თუმცა წმინდა საფეხბურთო ასპექტების გარდა, ნიდერლანდელ სპეციალისტს გუნდში დისციპლინასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებიც შეექმნა, რის გამოც ჰარი ვინკსი გუნდიდან დროებით მოკვეთა.

The Telegraph-ის ცნობით, ვან ნისტელროის განკარგულებით, ინგლისელ ფეხბურთელს მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ბაზაზე უნდა ეცხოვრა, რაზეც ვინკსმა კატეგორიული უარი განაცხადა. სანამ გადამჭრელ ზომებს მიიღებდა, ნიდერლანდელი დამრიგებელი ჰარის პირისპირ რამდენჯერმე დაელაპარაკა და სცადა აეხსნა, რომ ყოველდღე სახლში სიარული, რომელიც „ლესტერის“ სავარჯიშო მოედნიდან 160 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა, მას ძალების აღდგენის საშუალებას არ მისცემდა, თუმცა ფეხბურთელი გაჯიუტდა, რის გამოც სათანადო დაისაჯა.

თავად ვინკსი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შვილი შეეძინა, თავს უსამართლოდ დასჯილად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მისი რამდენიმე თანაგუნდელი კლუბის ბაზიდან 145 კილომეტრი მანძილზე ცხოვრობს, თუმცა ვან ნისტელროის მათთან მსგავსი მოთხოვნები არ გააჩნია. ჰარიმ ისიც დაამატა, რომ ენცო მარესკას მწვრთნელობის დროს ის იგივე მისამართზე ცხოვრობდა, თუმცა ნიდერლანდელისგან განსხვავებით, იტალიელს არანაირი პრეტენზიები არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ 30 ტურში დაგროვებული 17 ქულით „ლესტერი“ სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა და მეჩვიდმეტე პოზიციას, რომელიც პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნების გარანტიას იძლევა, 12 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვარდის უფრო დიდი გავლენა აქვს - ნისტელროი საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდა
ვარდის უფრო დიდი გავლენა აქვს - ნისტელროი საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდა