კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

„ყველა ისტორია ოდესღაც სრულდება“  - დე ბრუინი სიტიდან მიდის

კევინ დე ბრუინმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს „მანჩსტერ სიტიდან“ წავა. მისი კონტრაქტი სწორედ მაშინ სრულდება და ის ინგლისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. 

„გეტყვით, რომ ეს ბოლო თვეები იქნება „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის რანგში. ამაზე წერა მარტივი არ არის, მაგრამ ყველა ფეხბურთელმა ვიცით, რომ ბოლოს ეს დღე დადგება. ეს დღეც დადგა და იმსახურებთ, რომ თქვენ პირველებმა მოისმინოთ ჩემგან. ყველა ისტორია ოდესღაც სრულდება, მაგრამ ეს ნამდვილად ყველაზე კარგი თავი იყო. მოდი, ერთად ვისიამოვნოთ ბოლო წუთებით“, - დაწერა 33 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ „ვოლფსბურგიდან“ 2015 წელს, 74 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და იმ დროისთვის ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერი იყო.

„ქალაქელებთან“ ერთად, მან 16 ტიტული მოიგო. კევინმა სულ 413 მატჩი ჩაატარა, 106 გოლი გაიტანა და 174 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის გუნდში თამაში არავის უნდოდა“ | ყოფილმა თანაგუნდელმა ქეცბაია გაიხსენა
„მის გუნდში თამაში არავის უნდოდა“ | ყოფილმა თანაგუნდელმა ქეცბაია გაიხსენა