ჩელსი ფერნანდესისა და მარესკას გაშვებას არ აპირებს | რომანო
„ჩელსი“ ზაფხულში ენცო ფერნანდესისა და ენცო მარესკას გაშვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.
გავლენიანი ჟურნალისტის ცნობით, ინგლისურ კლუბში ფიქრობენ, რომ იტალიელი სპეციალისტი და არგენტინელი ნახევარმცველი „არისტოკრატების“ გრძელვადიანი პროექტის საკვანძო ფიგურები იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ 45 წლის იტალიელმა სპეციალისტმა „ჩელსი“ 2024 წლის ივლისში ჩაიბარა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
რაც შეეხება ფერნანდესს, ის „არისტოკრატებში“ 2023 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 24 წლის არგენტინელმა 28 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა.