გურამ კაშია, ცოტნე კაპანაძე, ალექსანდრე ნარიმანიძე
Aa
Aa

მჯერა, პოზიტიურ შთაბეჭდილებას დატოვებენ | კაშია კაპანაძესა და ნარიმანიძეზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მისი კლუბის, „სლოვანის’’ ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში იმ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებიც გასულ ზამთარში სლოვაკეთში გადავიდნენ. კერძოდ, ალექსანდრე ნარიმანიძე „ჟილინას’’ ფეხბურთელი გახდა, ცოტნე კაპანაძე - „დუნაისკა სტრედასი’’.

გურამ კაშია: „ვიცნობ ნარიმანიძეს და მის ოჯახს, დროდადრო კონტაქტი გვაქვს. ის ძალიან ახალგაზრდაა, პოტენციალი აქვს. ჩემპიონატის თამაშებს თვალს ვადევნებ და ცოტნე კაპანაძის თამაშს აღვნიშნავ. ძალიან კარგად თამაშობს, მასაც ვიცნობ პირადად. მოხარული ვარ, რომ ჩემი თანამემამულეები სლოვაკეთში მოდიან. მჯერა, პოზიტიურ შთაბეჭდილებას დატოვებენ’’.

23 წლის ცოტნე კაპანაძემ სლოვაკეთის ჩემპიონატის ექვს მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ამპლუით მარჯვენა მცველი „დუნაისკა სტრედას’’ კარგად შეეწყო.

ამ ეტაპზე ნარიმანიძე ნაკლებად პროდუქტიულია, 19 წლის მცველი სასტარტოში მხოლოდ ორ შეხვედრაში მოხვდა, ორჯერ სარეზერვო გუნდში ითამაშა. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ „ჟილინაში’’ კარგად ადაპტირდა, თუმცა პროცესშია და მას პოტენციალი ნამდვილად აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე პასი და უნაკლოდ დარტყმული პენალტი - მექვაბიშვილმა 120 წუთი ითამაშა
საგოლე პასი და უნაკლოდ დარტყმული პენალტი - მექვაბიშვილმა 120 წუთი ითამაშა